ბაკურიანი დიდი სპორტული შეჯიბრისთვის ემზადება

დიდი სამზადისია ბაკურიანში.

კურორტი 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია. დასასრულს უახლოვდება ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებისთვის აუცილებელი მასშტაბური პროექტები. მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ადგილობრივები დიდ იმედებს ამყარებენ. სასტუმროების 80 % უკვე დაჯავშნულია. როგორ ხვდება ახალ სეზონს განახლებული ბაკურიანი და რა ეტაპზეა მსოფლიო ჩემპიონატისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი, – ნახეთ რუსუდან ლოლაძის და ირაკლი თელაურიძის სიუჟეტი.