ბაკურიანი 2023 - მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

მომავალ წელს ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ტურნირისთვის ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გაჰყავთ ახალი სასრიალო გზები, მიმდინარეობს ხელოვნური დათოვლიანება. სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტული დელეგაციების გარდა, ქართული სამთო კურორტი 2023 წელს მათ ათასობით გულშემატკივარსაც მიიღებს. ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღეს.