ბახმაროში ტურისტული სეზონი დასრულდა

21:45, 13.09.2026

მესხეთის ქედზე, სადაც შავი ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის, უნიკალური კლიმატური კურორტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ დამსვენებელს მასპინძლობს. სოჭისა და ნაძვის ტყეებით გარშემორტყმული ბახმაროს მთავარი მიმზიდველობა სამკურნალო ჰავაა. საზაფხულო სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, კულმინაციას კი ტრადიციულ დოღზე აღწევს, რომელიც უამრავ სტუმარს იზიდავს. კურორტის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს ალაპარაკდნენ, რასაც მალევე მოჰყვა ბახმაროს კეთილმოწყობასა და მართვაზე ზრუნვაც. დღესაც არავის ტოვებს გულგრილს ადგილობრივი არქიტექტურა, ხის სვეტებზე შემდგარი, მწვანე ფერდობებზე შეფენილი პატარა სახლები. ბახმარო სულ უფრო პოპულარული ხდება ზამთარშიც, თუმცა მანამ, სანამ ულამაზეს მთებს თოვლი დაფარავს, იალაღებზე ჯერ კიდევ შეხვდებით მემთეურებს.

თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი