ბახმაროში სრიალის დროს გერმანელი ტურისტი დაშავდა

12:08, 03.01.2018

კურორტ ბახმაროში სრიალის დროს გერმანელი ტურისტი დაშავდა. ექიმების განცხადებით, 43 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულს ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.

ბახმაროში თოვლის სიმაღლე ამ დროისთვის 3 მეტრს აჭარბებს და იქ ასვლა მხოლოდ სპეციალური ტრანსპორტითაა შესაძლებელი.

 

მსგავსი