ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა

ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარის სიმაღლემ 30 სანტიმეტრს მიაღწია.

მოულოდნელი აღმოჩნდა ნალექი ადგილზე მყოფი 30-ზე მეტი ოჯახისთვის, რომლებიც გზის ჩაკეტვის გამო, გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.

გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა.

ჩატარდა სამაშველო სამუშაოებიც. ამ დროისთვის ბახმაროში გამოიდარა. ჩოხატაურის მერის განცხადებით, ბახმაროდან უკვე გამოიყვანეს იქ დარჩენილი ოჯახების ნაწილი, თუმცა ნაწილმა ბახმაროს დატოვებაზე უარი განაცხადა.