ბახმაროს თასი 2018

ბახმარო საერთაშორისო დონის კურორტი უნდა გახდეს – ასეთია ხელისუფლების გეგმა, რომელიც კურორტის განვითარებას ითვალისწინებს. უახლოეს პერიოდში ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება, მოგვარდება ელექტროენერგიის და წყლის პრობლემა. ეს განცხადებები დღეს პრემიერმა და მთავრობის წევრებმა გააკეთეს, რომლებიც ბახმაროში ტრადიციულ დოღს დაესწრნენ. მთავარი პრიზის მფლობელი ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა. მას თასთან ერთად ფულადი საჩუქრებიც გადაეცა.