ბაიდენმა 19 პირი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 19 ადამიანი, მათ შორის ჯორჯ სოროსი, ჰილარი კლინტონი, დენზელ ვაშინგტონი, ანა ვინტური, ლიონელ მესი და ბონო თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.

ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. ადმინისტრაციის ცნობით, ჯილდოზე წარდგენილ ადამიანებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე. ოთხ პირს მედალი სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. მათ შორის არის რობერტ კენედი, რომელიც 1968 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოკლეს. ასევე ეშტონ კარტერსი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს თავდაცვის მდივანი იყო და კურირებდა შეერთებული შტატების მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას.