ბაიდენი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა

ჯო ბაიდენს კამალა ჰარისი ცვლის – მოქმედმა პრეზიდენტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საარჩევნო მარათონში მის ადგილს ვიცეპრეზიდენტი დაიკავებს, რომელსაც დემოკრატების პრაქტიკულად ყველა ფრთამ დაუჭირა მხარი. ბაიდენი აპირებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უფრო ვრცლად კვირის ბოლოს ისაუბროს.

გამოქვეყნებულ წერილში მან აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა. ამ განცხადების გავრცელებიდან მალევე ბაიდენს „რესპუბლიკელების“ ნაწილმა პოსტის დატოვებაც მოსთხოვა.

რას შეცვლის ბაიდენის გადაწყვეტილება, როგორ აისახება ეს ნაბიჯი არჩევნებში დემოკრატების შანსებზე და როგორია საერთაშორისო გამოხმაურება – თამთა რუხაძე ისაუბრებს.