ბაღის აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შემთხვევები თბილისში

21:10, 18.09.2026

ეპიდაფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში.

საავადმყოფოებში 55 ბავშვის გადაყვანა გახდა საჭირო. მცირეწლოვნების ნაწილი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. სტატისტიკა მხოლოდ ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობას ასახავს და შესაძლოა, ინტოქსირებულთა რიცხვი კიდევ მეტი იყოს. ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდა ერთ აღმზრდელსაც. ინტოქსიკაციის შემთხვევები 20 ბაღში დაფიქსირდა, რომლებიც ნაძალადევის, ისნის, კრწანისის და სამგორის რაიონებში მდებარეობს. სკოლამდელ დაწესებულებებში საგამოძიებო მოქმედებები და ჩხრეკა ტარდება. აღებულია საკვების ნიმუშები, რომლებსაც ახლა ლაბორატორიაში იკვლევენ. მიმდინარეობს გამოკითხვები და მოწმდება ბაღების კვებითი ბლოკები. ამოწმებენ საკვების მიმწოდებელ სამ კომპანიასაც. წინასწარი ვერსიით, მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა საკვებით გამოწვეული ბაქტერიული ინფექცია ეშერიახი კოლი იყოს. ახლა უნდა დადგინდეს, რომელი საკვები პროდუქტი გახდა ინფიცირების წყარო. ერთ-ერთ ვერსიად რძის პროდუქტი განიხილება. ჩნდება კითხვა – სად და რატომ დაირღვა საკვები პროდუქტის უსაფრთხოდ მიწოდების სტანდარტი – შესაბამისი უწყებები განმარტებების რეჟიმში არიან.

მსგავსი