ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო 

12:07, 20.07.2026

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო. აღნიშნული ეტაპი საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპს მოიცავს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი გუშინ დასრულდა, სადაც რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის იყო შესაძლებელი. პირველ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილებს, ასევე, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონეთა შვილებსა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს შეეძლოთ.

მსგავსი