ბაღების შემოწმება

12:22, 10.09.2026

როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება. სასწავლო პროცესის დაწყებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებსა და სამზარეულოებს ამოწმებს. ზოგადი ჰიგიენა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ინვენტარი და აღჭურვილობა, სათანადო ტემპერატურული რეჟიმი, უვნებელი სასმელი წყალი, პერსონალის მზადყოფნა, არის ის აუცილებელი პირობები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 1 645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს.

მსგავსი