ბაღების მშენებლობა

თბილისში სექტემბრიდან 5 ახალი ბაღი გაიხსნება. კიდევ 4 საბავშვო ბაღი ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. შედეგად ბაღებს 1500-მდე ადგილი დაემატება. ერთ-ერთია გლდანის მე-8 მიკრორაიონში მდებარე საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია.

მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა. ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს.

ამ ეტაპზე დედაქალაქში 180 ბაღია, სადაც 65 ათასამდე ბავშვი დადის.