ბაღდათში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
უხვი ნალექის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამის სამსახურები, ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლები. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის. ბაღდათის მერიაში განმარტავენ, რომ ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში.