ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

უახლოეს მომავალში იძულებით გადაადგილებული 420 დევნილი ოჯახი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება.

პროექტის განსახორციელებლად დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გამოყო. სამუშაოებს ყაზტრანსგაზ თბილისი აწარმოებს.

გაზიფიცირების სამუშაოებთან ერთად, უახლოეს მომავალში სტუდქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში მცხოვრებ 100-მდე ოჯახს, რომლებსაც ლტოლვილის სტატუსი არ გააჩნიათ, დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებს.

სტუდქალაქში მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და დევნილთა განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გაეცნენ.