ბაგა-ბაღების სააგენტოს ანგარიში

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 2018 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმები წარადგინა.

კახაბერ გვანცელაძემ გასული წლის უმნიშვნელოვანეს ფაქტად 11 ახალი საბავშვო ბაღის გახსნა დაასახელა. მისი თქმით, ბაღების მშენებლობა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის უმთავრესი ამოცანაა,ამიტომ 2019 წლის დასაწყისიდან კიდევ 11 ბაღის მშენებლობა  დაიწყება. უკვე მომზადებულია ადგილები გლდანში, დიდუბეში, სამგოში, ისანსა და კრწანისში. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ვაკესა და საბურთალოზე მოთხოვნა დიდია, თუმცა ტერიტორიების მოძებნა ვერ ხერხდება და სააგენტო მიწების გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კერძო პირებთან შეეცდება. საუბარი შეეხო პროექტებს, რომლებიც ავარიულობის გამო დახურული ბაღების დემონტაჟსა და ახალი ბაღების მშენებლობას ითვალისწინებს.