ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ 2019 წელსაც განხორციელდება.

თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინიციატივით, ივლისში დედაქალაქში 40 ასეთი დაწესებულება იმუშავებს. სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება. რეგისტრაცია 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.