ბადრი ვადაჭკორიას დაკრძალვა

15:33, 18.08.2026

ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან კი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ვაკის სამებაში. ის 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბადრი ვადაჭკორია 25 ფოტოკრებულისა და ექვსი წიგნის ავტორი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირისა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, არაერთი საერთაშორისო ფოტოკონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.

მსგავსი