ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე

ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე, განზრახ უკანონოდ დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ კითხვების უმეტესობას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან კავშირი არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე ბრალდებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამი თანამშრომელი, ლევან ქარდავა, ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი.