ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა

15:32, 04.04.2025

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინა. „ლელოს“ ლიდერმა თბილისის პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა, სადაც ბრალის გასაცნობად დაიბარეს. ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. ადგილზე იმყოფებოდნენ მისი თანაგუნდელებიც. საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა ირაკლი კუპრაძემ, რომელმაც დაწყებულ გამოძიებას „ლელოს“ მიმართ პოლიტიკური დევნა უწოდა და თქვა, რომ საგამოძიებო კომისიაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები ცილისწამებაა. „ლელო“ საკითხის სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნული საქმის ფარგლებში, ბრალი წარდგენილი აქვს მამუკა ხაზარაძესაც, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მსგავსი