ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბადრი ჯაფარიძის საქმეზე იმსჯელებს. „ლელოს“ ლიდერს ბრალი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო წარუდგინეს. გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საგამოძიებო კომისიაზე „ლელოს“ დამფუძნებლების დაბარებას წინ უძღოდა ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის ჩვენება, რომლის მიხედვით, ხაზარაძე-ჯაფარიძე, როგორც „თბს ბანკის“ დამფუძნებლები, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წილების იძულებით გადაფორმების პროცესებში მონაწილეობდნენ.
ამ ბრალდების საპასუხოდ, კომისიის წინაშე არგამოცხადება „ლელოს“ ლიდერებმა იმით ახსნეს, რომ მათთვის მე-11 მოწვევის პარლამენტი და კომისია არალეგიტიმურია. კომისიაზე გაჟღერებულ ბრალდებებს მათ ცილისწამება უწოდეს, პროცესები კი პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.