სასამართლო სხდომის დაწყებამდე ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოს წინ განცხადება გააკეთა. მან ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროში მილიარდობით ლარია დახარჯული, ამ მხრივ მაინც უამრავი პრობლემა რჩება. ჯაფარიძის თქმით, „ლელოს“ აქვს პროგრამა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანაში გაიზრდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და გაიაფდება მედიკამენტები.