ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილება

ბადრი ჯაფარიძე რუსთავის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯაფარიძემ აღნიშნა, უკრაინაში შექმნილი საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოება არჩევნებზე კონცენტრირებას ვერ მოახდენს. ჯაფარიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, 2 აპრილს დანიშნული არჩევნები გადადოს. ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ის არჩევნებში ისევ ჩაერთვება.