ბაჩუკი ქარდავას განცხადება

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა ზუგდიდის 67- ე საოლქო საარჩევნო კომისიის ერთიან სიებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ზუგდიდში, გამსახურდიას № 113-ში, სადაც ტაძარი შენდება, 50-მდე ადამიანია ჩაწერილი. იგი მიიჩნევს, რომ აქ ადრე მე-12 საჯარო სკოლა იყო, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, თუმცა რეალურად დღეს იქ არავინ არ ცხოვრობს. ეს ადამიანები № 7 უბანზე არიან რეგისტრირებული. ბაჩუკი ქარდავა ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება.

ბრალდებებს უპასუხა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ბოლო 4 წელია ამომრჩეველთა რაოდენობა რადიკალურად არ შეცვლილა, ამომრჩეველთა ერთიანი სიები და გასაჩივრების წესები ხვალ და ზეგ გამოქვეყნდება და თუ იქნება მსგავსი ფაქტები, გამოსწორება 5 მაისამდე არის შესაძლებელი.