ბაჩუკი ქარდავა პარლამენტთან გამართულ აქციას ეხმაურება

პროტესტის გაგრძელებაზე საუბრობს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ გუშინ შეკრებილ ხალხს, რომლებიც ოკუპაციურ რეჟიმს აპროტესტებდნენ, ბიძინა ივანიშვილი სრული სისასტიკით დაუპირისპირდა.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, აქცია პარლამენტის თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის, ასევე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გაგრძელდება.