ბაჩო ახალაიას განცხადება – გამოხმაურება

18:17, 16.02.2026

სასამართლო პროცესის დახურვამდე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ. მისი თქმით, უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველანაირი გზით დამხობა, რაც თავისუფლების მოსაპოვებლად ერთადერთი გზა არის.

ახალაიას განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ბაჩო ახალაიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ახალაია და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსასვლელად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

მსგავსი