მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებული სამართლებრივი დავის დეტალებზე სასამართლოს ინფორმაცია ივანიშვილის ადვოკატმა მიაწოდა. როგორც თეიმურაზ წიქვაძე ჰყვება, ბიტკოინების საქმეში სოლიდური თანხის ჩადება ბიძინა ივანიშვილს სწორედ ბაჩიაშვილმა შესთავაზა. ინვესტირების შემდეგ კი ინვესტორს სრული მოგების მხოლოდ მცირე ნაწილი გადასცა და 43 მილიონამდე დოლარის ღირებულების ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. თავად გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ბაჩიაშვილს, გამოძიება დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.