თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სხდომას ესწრებოდა თავად ბაჩიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გაუგებარია რას ედავებიან მას და რაში გამოიხატა მისი ბრალეულობა, შესაბამისად, ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ საცობს. სახელმწიფო ბრალების თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის არაჯეროვნად შესრულებული საქმიანობის გამო, ფონდმა 100 მილიონი დოლარის ზიანი განიცადა. ბაჩიაშვილს ბრალად სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულება ედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრიდან დაიწყება.