თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე, ფონდის თანამშრომელი დაიკითხება. პროკურორის თქმით, მოწმე დაადასტურებს საქმეში ბაჩიაშვილის ბრალეულობას. სახელმწიფო ბრალდების თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის არაჯეროვნად შესრულებული საქმიანობის გამო ფონდმა 100 მილიონი დოლარის ზიანი განიცადა. ბაჩიაშვილს ბრალად სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულება ედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.