თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, თანაინვესტიერების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სხდომა იმართება. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ და გადაწყდება, არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს. ბაჩიაშვილს ბრალი „მტკვარი ჰესის“ საქმეზეც აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება 2-დან 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.