ბაჩიაშვილის საქმე - ქარუმიძის აღკვეთის ღონისძიება

გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებული შოთა ქარუმიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული შოთა ქარუმიძე ბრალს აღიარებს.