ბაჩიაშვილის საქმე

დაკავების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილი პირველ განმარტებას აკეთებს. როგორ აღმოჩნდა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი ქართველი სამართალდამცავების ხელში: ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადება სუს-ის მხრიდან გავრცელებულ ვერსიას არ ემთხვევა. ბაჩიაშვილის მონაყოლის მიხედვით, ის თვალახვეული გაიტაცეს და ორი დღის შემდეგ სპეციალური რეისით საქართველოში ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლება შეცდომაში შეიყვანეს. იმ არგუმენტით, რომ ინტერპოლს მასზე ძებნა შეჩერებული ჰქონდა, გიორგი ბაჩიაშვილი მისი ექსტრადირების საფუძვლების არარსებობაზე მიუთითებს და საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებების გამო განმარტების გაკეთება დასჭირდა ავია-კომპანია „აირზენასაც“.

სად და რა ვითარებაში აიყვანეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც მანქანაში მოწყობილი სამალავით საქართველო მარტის დასაწყისში დატოვა.

მაკა ლაშხიას ჩართვა #მოამბე