ბაჩიაშვილის საქმე

გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, სადაც მას საქმის არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული შუამდგომლობით დღეს სასმართლოს პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყებამ განმარტა, რომ ბაჩიაშვილისთვის არ გახდა შემაკავებელი აღკვეთის ღონისძიება, გირაო. მას ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტები და აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა. შსს-მ გაავრცელა განცხადება და საქმეზე – გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის დახმარების ფაქტზე – ერთი პირი დააკავა.