თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე, გიორგი ბაჩიაშვილს საქმის განხილვა, ბრალდებულის გარეშე გრძელდება.
ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ იძულებულია დატოვოს ქვეყანა, პარალელურად ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა.