ბაჩიაშვილის მშობლების სასამართლო პროცესი

18:31, 18.11.2025

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩა. დღევანდელ პროცესზე, აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ბრალდების მხარის თქმით, კვლავ სახეზე იყო მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. დაცვის მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.  მარინა რამაზაშვილი და ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ბრალი დაუსწრებლად შეეფარდათ. მათ ბრალად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება ედებათ. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან სამ მილიონამდე აშშ დოლარის და ერთ მილიონ ლარზე მეტის ოდენობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი