ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ შოთა ქარუმიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიიღეს.