გიორგი ბაჩიაშვილს, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს განაჩენი დაუსწრებლად შეეფარდა. ბაჩიაშვილმა ქვეყანა წინა კვირას დატოვა. ბრალდებულს საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი ეთქვა. გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ პატიმრობა 43 მილიონამდე ლარის კრიპტოვალუტის მითვისებაზე შეუფარდა.