ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – ადვოკატის კომენტარი

12:12, 19.02.2026

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ლევან მახარაშვილის თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამივე სისხლის სამართლებრივი საქმე შეწყდა და საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სამოქალაქო დავა კი – მორიგების საფუძველზე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აანაზღაურა ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე. გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

მსგავსი