ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესი

12:23, 21.05.2026

ხელისუფლების დამხობის მოწოდებაში ბრალდებულის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებამ მტკიცებულებები წარადგინა და დასაშვებად ცნობა მოითხოვა. ასევე მოითხოვა საქმე არსებით განხილვაზე სასამართლოს გადაეცეს. დაცვის მხარემ პროკურატურის რამდენიმე მტკიცებულების უდავოდ ცნობა მოითხოვა. დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა ადვოკატებს არ დაუყენებიათ. მოსამართლემ დასაშვებად ცნო პროკურატურის მტკიცებულებები და საქმე არსებით განხილვაზე გადასცა სასამართლოს. გამოძიება დამხობის მოწოდებას გულისხმობს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მანამდე ახალაია დაკავებული იყო 4 ოქტომბრის საქმეზე. ამ საქმეზე ახალაიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესს ახალაიაც ესწრებოდა.

მსგავსი