ბაჩანა ახალაიას საქმე – შეფასებები

15:06, 28.12.2025

მმართველი გუნდი საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილ ინფორმაციას ენდობა და დარწმუნებულია, რომ ბაჩო ახალაია გადატრიალების ფარულ კოორდინაციას ახდენდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების შემდეგ კვლავ აქტუალურია კითხვა, რა კავშირი აქვს მას 4 ოქტომბრის მოვლენებთან. სამართლებრივი პროცესების პარალელურად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ნაციონალურ მოძრაობაში “აცხადებენ, რომ ახალაიას დაკავებით ხელისუფლება სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ცდილობს, ყოფილი პრემიერის თანაპარტიელები კი ითხოვენ ე. წ. მშვიდობიანი დამხობის პროცესში მონაწილეებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალაია ბრალს არ აღიარებს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული და რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მსგავსი