ბაჩალიაშვილის საქმე – შეხვედრა პროკურატურაში

18:12, 20.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში იმყოფებიან. როგორც უწყებაში შესვლამდე მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ისინი იმ სამუშაო ჯგუფს შეხვდებიან, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეზე მუშაობს.  ადვოკატის განცხადებით, დღესვე, ოჯახი საქმეში არსებულ მასალებს გაეცნობა. პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ. თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ის პროკურატურაში კონკრეტული კითხვებით მივიდა. ოჯახი მოითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

მსგავსი