ბაჩალიაშვილის საქმე

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სატელიტის ფოტოები გაავრცელა, ამ მასალაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ სატელიტური ფოტოები, რომლებიც მან ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა, არ არის დამონტაჟებული, რაზეც გამოძიება საუბრობს. ფურცხვანიძე არ ასახელებს კონკრეტულ პირს, ვინც გადასცა მას ეს მასალა, თუმცა მისი თქმით მან ამ პირის კოორდინატების შესახებ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა. ფურცხვანიძის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის შესწავლა მათ საკუთარი პროექტის ფარგლებში დაიწყეს, სადაც ისინი ფურცხვანიძის თქმით, საერთაშორისო ფინანსურ მაქინაციებს სწავლობენ.