ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მასალებს გაეცნო.

ოჯახი უწყებაში კონკრეტულად ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას გაეცნო. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილს საბანკო ანგარიში და ანაბარი გააჩნდა, რომელზეც 75 ათასი ლარის ოდენობის თანხა იყო დარიცხული. ოჯახს აინტერესებდა, ეს თანხა ერთიანი ჩარიცხვით, თუ ეტაპობრივად იყო დაგროვებული. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ოჯახის ადვოკატმა მედიასთან თქვა, რომ თანხა ეტაპობრივად იყო დაგროვებული, და გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გამომუშავებული თანხა იყო. გარდა ამისა, ოჯახი გაეცნო საქმეში არსებულ ახალ ჩვენებებს, რაზეც ადვოკატი მიუთითებს, რომ ისინი ურთიერთგამომრიცხავია. გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს, რომ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის ექსპერტიზები, საჯაროდ უწყების ვებ-გვერდზე აღარ გამოქვეყნდეს.

დატოვე კომენტარი