„ბაბილოსთან“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეები

რესტორან „ბაბილოსთან“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ცხრა მოქალაქიდან ორი თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებიან მათი ადვოკატები, ახლობლები და ოჯახის წევრები. სასამართლომ მათი ადმინისტრაციული საქმეები უნდა განიხილოს.