ბაადურ ჯობავამ აბუ-დაბიში უძლიერესთა საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა
ქართული ჭადრაკის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ აბუ-დაბიში უძლიერესთა საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა. მოჭადრაკემ 9 შესაძლებლობიდან 7 პარტიაში გაიმარჯვა და მხოლოდ 2 შეხვედრაში დაზავდა მეტოქესთან. აღსანიშნავია ქართველი დიდოსტატის 33 სარეიტინგო ქულის მატება და ტურნირში ნაჩვენები მაღალი რეიტინგ-პერფორმანსი.
გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა უზბეკი ნოდირბეკ იაკუბოევი, ხოლო მესამე ადგილზე 6.5 ქულით ირანელი პარჰამ მაგსუდლუ გავიდა.
ასპარეზობაში მეორე ქართველმა მონაწილემ, ლუკა პაიჭაძემ 5.5 ქულა დააგროვა და 23-ე ადგილი დაიკავა.