B ჰეპატიტის პროგრამის შედეგები 

რამდენად ეფექტური აღმოჩნდა B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა – წელიწადნახევრის წინ დაწყებული პროცესის პირველადი შედეგები ცნობილია.

მიმართვიანობა არცთუ ისე მაღალია, რასაც ექიმები ინფორმაციის ნაკლებობით ხსნიან. 10 000-მდე ადამიანის მიერ სკრინინგის გავლის შემდეგ მკურნალობის კურსის გავლა 1 500-მდე პირს დასჭირდა. პროგრამა კი 35 000-მდე მოქალაქის მკურნალობაზეა გათვლილი. მედიკოსების მოწოდებაა, რომ ცნობიერების ასამაღლებლად კამპანია გააქტიურდეს და მოქალაქეებმა, პირველ რიგში რისკ-ჯგუფებმა, სკრინინგ-კვლევები გაიარონ. კურსი საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას მოიცავს. წამლებს, რომლებიც ინფიცირებულებმა მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა მიიღონ, სახელმწიფო უფასოდ გასცემს. უფასოა ვაქცინაციაც.