აზრთა სხვადასხვაობა სესხების ჩამოწერის ინიციატივაზე

600 ათასამდე მოქალაქეს ახალ წლამდე სესხები ჩამოეწერება. ლაპარაკია პირებზე, რომელთაც ბანკებისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ ორ ათას ლარამდე დავალიანება ერიცხებათ და მას უკვე ერთ წელზე მეტია ვერ იხდიან.

სიახლის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ამ პროგრამაში, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით მილიარდ-ნახევარი ლარია, მთავრობა არაფერს გადაიხდის. დავალიანებას სრულად ფონდი „ქართუ“ დაფარავს.

საკითხზე უკვე გაკეთდა არაერთი განმარტება.

მმართველი გუნდი მიესალმება სიახლეს იმ მოლოდინით, რომ ეს ნაბიჯი ნაწილობრივ მოაგვარებს ქვეყანაში არსებულ ჭარბვალიანობას, თუმცა განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება, რომელიც სიახლეს სკეპტიკურად უყურებს.