აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციაში

ოპოზიციაში დაპირისპირება მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს და გაკეთებულ განცხადებებს. ოპოზიციის ნაწილის აზრით, სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, არ აქვს უფლება საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებში ჩაერიოს – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო კომენტარისას განაცხადა. მწვავე რეაქცია მოყვა ელისაშვილის ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მხრიდან, რომელმაც ელისაშვილს ჯერ სოციალური ქსელით უპასუხა და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა, მოგვიანებით  კი  დაპირისპირება სატელევიზიო სტუდიაში გაგრძელდა. მწვავე კამათი  მოჰყვა გია ბარამიძის განცხადებას, სადაც ის აქციების მიმდინარეობაში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობდა.