აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია გურიაში

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება გურიის რეგიონში. მავნებლის განადგურების მიზნით, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში „მოიზიდე და გაანადგურე“  სადგურებია დამონტაჟებული. ფერომონების მეშვეობით კონკრეტულ ლოკაციაზე ხდება მავნებლის მოზიდვა და ტარდება წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები. დასავლეთ საქართველოში 50 ათასი ფერომონია დამონტაჟებული, მათ შორის გურიის რეგიონში 6000-მდე. დღეიდან იწყება თერმული ნისლით წამლობის ახალი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.