ბრძოლა ფაროსანას წინააღმდეგ – საქართველოს ამერიკელი ექსპერტი სტუმრობს

12:30, 22.06.2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებსა და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე. ამერიკელი ექსპერტი აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გასაცნობად სპეციალურად სტუმრობს საქართველოს.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის, გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა.

 

მსგავსი