აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება

15:10, 17.01.2025

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, 3 450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა. ტერიტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. საელჩოს მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.

მსგავსი